04, ივლისი 2019 20:38:00
ვის ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ვინ გეგმავდა ამბოხებას ? რა შეფასებები გაკეთდა საქმის გადაკავალიფიცირებასთან დაკავშრებით პოლიტიტიკურ წრეებში ? ფიქრია დავლაძე შემოგვიერთდება თემის დეტალებით, ფიქრია გისმენთ
ხელისუფლება ხალხის პროტესტის მიზეზს და არსებულ მდგომარეობას ვერ აფასებს - ასე აფასებენ პროკურატურის მიერ, 20-21 ივნისსი საქმის გადაკვალიფიცირებას ოპოზიციაში.
ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ამით ხალხის ყურადღბის გადატანას ცდილობს.
ძალიან საპასუხისმგებლო იქნება ამ კვალიფიკაციით ბრალის წარდგენა გარკვბეული პირების მიმართ - ფიქრობს ეკა ბესელია. მისივე თქმით, პროცესში აუცილებელია გამორიცხოს პოლიტიკური მიუკერძოებულობა.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი კი 21-ე საუკუნეში ცარიელი შენობის აღებით სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარს სასაცილოდ მიიჩნევს. მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების დაზაფვრას ცდილობს, თითქოს დიდ განსაცდელს გადაარჩინა.
პარლამენტში შეჭრის მცდელობა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა, ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია,“ - ასე გამოეხმაურნენ დღეს პკოკურატურის განცხადებას მმართველ გუნდში გია ვოლკის თქმით, რამდენად ორგანიზებული იყო აქცია და ვინ ედგა ამ ორგანიზაციას სათავეში, ეს გამოძების კომპოეტენციაა და არა პოლიტიკოსების
20-21 ივნისის სამქმის გადაკვალიფიიცირების შესახებ განცხადება პროკურატურაშ დღეს გაკეთდა სადაც ითქვა, რომ გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში ბრალდებულ პირთა რიცხვი გაიზრდება.